რეფლექსია

2018 წლის 23 ივლისს   გავიარე ინტელის ძირითადი კურსის-" პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებ-ის " პირველი მოდული.   პირველ მოდულზე გავეცანი  ტრენინგ მოდულებს  და მის აქტივობებს. გავეცანი ტრენინგის სახელმძღვანელოზე მუშაობის პრინციპს და მასში  საჭირო ინფორმაციის მოძიების  ხერხებს.
ვისწავლე  რა განსხვავებაა გაკვეთილსა და პროექტს შორის და რას უნდა მოიცავდეს პროექტი.  განვიხილეთ რამდენიმე პროექტის ნიმუში.
 შევქმენი  ელექტრონული პორტფოლიო და მასში განვათავსე  პროექტის წარმოებისთვის საჭირო მასალები.
აგრეთვე შევქმენი ბლოგი"პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის  ინტეგრირება" გავაფორმე ბლოგის დიზაინი  და შევქმენი თემატური გვერდები: რესურსი და რეფლექსია.
2018 წლის 25 ივლისს  გავიარე პირველი მოდულის  მე-3 და მე-4 აქტივობა.  გავეცანი პროექტის მოთხოვნებს. ვისწავლე  რა განსხვავებაა  ფლაერსა და ბულკლეტს შორის.     გავაკეთე  პროექტის  ბუკლეტი .
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.
27 ივლისს გავიარე ტრენინგის მეორე მოდულის პირველი და მეორე აქტივობა.  ვიმუშავე ჩემი პროექტის გეგმაზე. გეგმაში ჩავწერე  ის  მიზნები და მოსალოდნელი შედეგები , რომლის მიღწევას  ვგეგმავ პროექტის ფარგლებში.  ვისწავლე როგორ ხდება პროექტის სტანდარტის გათვალისწინებით  დაგეგმვა.   ჩემს პროექტს შევუსაბამე სტანდარტები და გამჭოლი კომპეტენციები ი. ს. ტ-იდან, ამისთვის გამოვიყენე  http://ncp.ge/ პორტალი.
 გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და  თითოეული მიმართულებიდან ავირჩიე   ერთი უნარი, რომელიც შევუსაბამე  ჩემს პროექტს.
გავეცანი  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, რომლებიც ჩემთვის წარმოადგენდა სიახლეს.  ვისწავლე რა განსხვავებაა ზოგად,  თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის და  ვისწავლე როგორ მოვახდინო ასეთი კითხვების ფორმულირება.
ასევე ვიმუშავე ბუკლეტზე და  მივეცი მას საბოლო სახე.
30 ივლისს  ტრენერის დახმარებით შევაჯამე   განვლილი მასალა.  გავიხსენე რა გავაკეთე განვლილ ტრენინგ - მოდულზე.
 გავეცანი  გუგლის კიდევ ერთ პროდუქტს  Drive -ს,  სადაც შეიძლება შევინახო ჩემს მიერ შექმნილი პროდუქტი და ვისწავლე მასში მუშაობა.
 ვისწავლე როგორ ხდება Drive -ზე    ფაილების, ფოტოების ატვირთვა და  საქაღალდეების  შექმნა და მასში   დოკუმენტაციიის ჩალაგება.ვისწავლე Drive -იდან ფაილების ბლოგზე ატვირთვა.  ჩემს ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის  გამზადებული ბროშურა.
 ვიმუშავე  სახელმძღვანელოში და გავეცანი შეფასების  5 სხვადასხვა ტიპის  სტრატეგიას, რომელიც მოიცავს    წინარე ცონდის, მსვლელობისა და შეჯამების ფაზის   სტრა-    ტეგიებს.   ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე და მის გამოყენებაზე  პროექტის ფარგლებში.  მოცემული   სტრატეგიებიდან  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ავირჩიე ერთი მეთოდი  - " გონებრივი იერიში" გავეცანი მის მიზნებსა და  ინსტრუმენტებს.
 შემდეგ ეტაპზე ვიმუშავე პროექტის გეგმაში- მასში შეფასების გეგმაში  ჩავწერე ჩემს მიერ არჩეული  შეფასების მეთოდები და  ინსტრუმენტები. გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი.  სადაც აღვწერე  როგორ დამეხმარება ჩემს მიერ არჩეული გონებრივი იერიში  მოსწავლეთა  წინარე ცონდის დადგენაში. აგრეთვე  გავაკეთე Word-ის დოკუმენტი.   შევქმენი   კითხვარი, სადაც ჩამოვაყალიბე კითხვები და შესაძლო პასუხები მოსწავლის როლიდან. ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესი. მომეწონა  Drive  -ზე მუშაობა, რაც ჩემთვის წარმოადგენდა სიახლეს.
1  აგვისტოს შევაჯამე განვლილი  ტრენინგ მოდული. გავიხსენე  ბლოგზე ინფორმაციის განთავსება.  ელექტრონული სახელმძღვანელოდან გავეცანი შეფასების რუბრიკებს.კერძოდ  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას და პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკას. ვიმუშავე თითოეულ რუბრიკაში და მოვნიშნე ჩემი პროექტისათვვის შესაბამისი პუნქტები. მონიშნული რუბრიკები განვათავსე ჩემს  ელექტრონულ პორტფოლიოში  შეფასების   საქაღალდდეში. ვიმუშვე პროექტის გეგმაზე.
გავაკეთე ჩემი პროეტის პრეზენტაცია POWER-POINT-ში.    გავაფორმე ის და შევინახე ჩემს საქაღალდეში.
 გავეცანი საავტორო   უფლებებს და მის გამოყენების წესებს. შემდეგ WORD-ის დოკუმენტში  ჩამოვწერე  ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული ლიტერატურა. და ეს დოკუმენტიც  მოვათავსე ჩემ  პორტფოლიოში საავტორო უფლებები-ს საქაღალდეში.
3 აგვისტო.
გავაკეთე  განვლილი ტრენინგ მოდულის შეჯამება. შევქმენი მოსწავლის   თვალით დანახული პროექტის  ბუკლეტი და power point-ის პრეზენტაცია. გამზადებული პრეზენტაცია და ბუკლეტი ავტვირთე  ჯერ drive -ზე შემდეგ კი გამოვაქვეყნე  blog-ზე.  სახელმძღვანელოდან გავეცანი  მე-4 მოდულს- " სასწავლო ნიმუშების შექმნა". გავეცანი მის საკვანძო შეკითხვებსა და  ამოცანებს.  დავათვალიერე   სახელმძღვანელოში არსებული სხვადასხვა მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსები. კერძოდ, "ლობიოს დიდი რბოლა" და " უკვდავი გმირები".  ვისწავლე word-ში  გაზეთის მომზადება . ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,მასში დეტალურად გავწერე მოსწავლის აქტივობები, რომლბიც დამეხმარება შედეგზე გასვლაში.
6 აგვისტო.
მე-5 მოდული-  მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
 გავეცანი მოდულის  მთავარ და საკვანძო შეკითხვებს. გავეცანი მოდულის  ამოცანებს.
 განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები-სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებელი სტრატეგიები.თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიე  ერთი სტრატეგია , რომელსაც ვიყენებ  პროექტის მსვლელობისა და პროექტის შეჯამების ეტაპზე.  ვიმუშავე ჩემს გეგმაში და ჩემს მიერ არჩეული  შეფასების მეთოდები და  საშუალებები  ჩვწერე  შეფასების გეგმაში.
სასწავლო პროექტის გეგმაში-შემფასები მოკლე  მონახაზში მოკლედ აღვწერე  თითოეული მეთოდი, მეთოდის გამოყენების დრო და მიზანი.
გავაკეთე შეფასების ანალიტიკური რუბრიკები. კერძოდ, პროექტის, პრეზენტაციის და ჯგუფური შეფასების რუბრიკა.  ავტვირთე drive-ზე და შემდეგ გამოვაყვეყნე blog-ზე.
8 აგვისტო
მე-6 მოდული-" დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის" ტრენერის დახმარებით შევაჯამე  განვლილი ტრენინგ-მოდული.
გავეცანი მოდულის  მთავარ და საკვანძო შეკითხვებს. გავეცანი მოდულის  ამოცანებს.სახელმძღვანელოში რესურსების ჩანართში გავეცანი  დიფერენცირებული სწავლების მიდგომების რამსენიმე ნიმუშს. სახელმძღვანელოს რესურსების ჩანართში გავეცანი  ჩეკლისტების რამდენიმე ნიმუშს და მათ მიხედვით შევქმენი პრეზენტაციისა და ბროშურის   ჩეკლისტი. მოვათავსე ისინი ჩემს პორტფოლიოში.
ვიმუშავე პროექტის გეგმაში- დიფერენცირებული სწავლების ჩანართში.
შევქმენი-კითხვარი მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუში.
ჩემი ელექტრონული პორტფოლიო მასში მოთავსებული დოკუმენტებით ავტვირთე drive-ზე და შემდეგ გამოვაქვეყნე blog-ზე.
10 აგვისტო. ტრენინგის შეჯამება
განვლილი ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე  ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება, მასში შესაბამისი დოკუმენტაციის განთავსება.ვისწავლე რომელი დოკუმენტების განთავსებაა აუცილებელი  პორტფოლოიოში.
ჩემთვის   მნიშვნელოვანი იყო drive-ზე და blog-ზე მუშაობა.
პროექტის  ფარგლებში  გავაკეთე პროექტი " Save  the natural resource" , გავწერე მასში  პროექტის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ის აქტივობები ,რომელიც დამეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. ვეცდები ეს პროექტი გადავიტანო სასკოლო ცხოვრებაში და განვახორციელო ის ჩემს მოსწავლეებთან.
ტრენინგის ბოლოს ტრენინგის მსმენელების წინაშე გავაკეთე ჩემი ელექტრონული  პორტფოლიოს  პრეზენტაცია მივიღე მათგან შეფასებები და რეკომენდაციები.
მადლობას ვუხდი ტრენერს  ტრენინგის განმავლობაში სამუშაო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის

No comments:

Post a Comment

Living room

https://learningapps.org/display?v=px9nu3vd518